Download Print deze pagina

AEG TO64IB00FB Gebruiksaanwijzing pagina 167

შეეხეთ მართვის ლენტზე გაცხელების
სწორ პარამეტრს ან გადაუსვით თითი
მართვის ლენტზე გაცხელების სწორ
პარამეტრამდე.
6.4 OptiHeat Control (3 ნაბიჯი
ნარჩენი სითბოს ინდიკატორი)
გარფთხილება!
/
/
მანამ, სანამ ინდიკატორი
ჩართულია, არსებობს ნარჩენი
სითბოსგან დამწვრობის რისკი.
საჭმლის მომზადების ინდუქციური
ზონები უშუალოდ ჭურჭლის ძირში
წარმოქმნიან იმ სიმხურვალეს, რომელიც
აუცილებელია საჭმლის მომზადების
პროცესისთვის. მინაკერამიკა თბება
ჭურჭლის სიმხურვალის ზემოქმედებით.
ინდიკატორები გამოჩნდება მაშინ,
როდესაც საკვების მომზადების ზონა
ცხელია. ისინი საკვების თქვენ მიერ
ამჟამად გამოყენებული მომზადების
დონეებისთვის ნარჩენი სიცხის დონეს
აჩვენებენ.
- საკვების მომზადების გაგრძელება,
- სითბოს შენარჩუნება,
- ნარჩენი სიცხე.
ინდიკატორი შეიძლება ასევე გამოჩნდეს:
• გვერდით მდებარე საჭმლის
მომზადების ზონებისთვისაც, თუნდაც
თქვენ მათ არ იყენებდეთ,
• როდესაც ცხელი ჭურჭელი მომზადების
ცივ ზონაზე დევს,
• როდესაც ქურა გამორთულია, მაგრამ
საჭმლის მომზადების ზონა ჯერ ისევ
ცხელია.
ინდიკატორი ითიშება, როდესაც საჭმლის
მომზადების ზონა გრილდება.
6.5 საჭმლის მომზადების ზონების
გამოყენება
მოათავსეთ ჭურჭელი არჩეული
კონფორის ცენტრში. საკვების
მომზადების ინდუქციური ზონები
ავტომატურად
ადაპტირდებასამზარეულოს ჭურჭლის
ძირის ზომაზე.
ოპტიმალური სითბოს გადასაცემად
გამოიყენეთ სამზარეულოს ჭურჭელი,
რომლის ძირის დიამეტრიც საკვების
მომზადების ზონის მსგავსია (იხ.
საკვების მოსამზადებელი ჭურჭლის
მაქსიმალური დიამეტრის
მაჩვენებელი "ტექნიკურ მონაცემებში"
> "საკვების მომზადების ზონების
მახასიათებელი"). დარწმუნდით, რომ
ჭურჭელი ინდუქციური ქურებისთვის
შესაფერისია. ჭურჭლის ტიპების
შესახებ დამატებითი ინფორმაციის
მისაღებად იხილეთ განყოფილება
„მინიშნებები და რჩევები".
შეგიძლიათ კერძი დიდი ზომის ჭურჭლით
მოამზადოთ, რომელსაც ერთდროულად
ორ კონფორზე მოათავსებთ.
სამზარეულოს ჭურჭელი ორივე ზონის
ცენტრებს უნდა ფარავდეს, თუმცა
მონიშნულ არეს არ უნდა სცილდებოდეს.
თუ ჭურჭელი მდებარეობს ორ ცენტრს
შორის, Bridge ფუნქცია არ ჩაირთვება.
ქართული ენ
167
loading